www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას.

კლინიკა "ენმედიცი" დაარსდა 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე. თანდათნ ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგების მიმართულებით.

ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებათა გაერთიანებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია აერთიანებს სათაო კლინიკას (წინანდლის ქ. N9) - ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით და პოლიკლინიკური ტიპის 3 ფილიალს, ბათუმსა და თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება - (აუცილებელია 1 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
** ასაკი - 35 წლამდე
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა.
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად;

** დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00-მდე.
ანაზღაურება: პირველი თვე 700 ლარი, მეორე თვიდან 750 და მესამე თვიდან ფიქსირებული 800 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |