www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგის სტრუქტურული ქვედანაყოფების შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში აქტიური ჩართულობა ISA და IFRS სტანდარტების შესაბამისად;
** რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
** აუდიტორული დასკვნის, რეპორტებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** შესასრულებელი სამუშაოს დასრულება მოცემულ ვადებში;
** სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ბიზნეს წინადადებების, გეგმების, პროგრამებისა და ფინანსური მიზნების მიღწევა-გაუმჯობესებისათვის საჭირო ცვლილებების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და მათი დანერგვის შემთხვევაში შესაბამისი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 ივნისი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |