"საქართველოს რკინიგზა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული კონსოლიდაციის სექტორის უფროსის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია საფინანსო სფეროში მუშობის 3 წლის გამოცდილება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები: შეეძლოს ხელმძღვანელობა, ორგანიზებული და მოწესრიგებული, გუნდში მუშაობის უნარი, საქმისადმი პასუხისმგებლობა, ერთგულების გრძნობა, მოტივირებული;
აუცილებელი ცოდნა: ბასს სტანდარტები, საგადასახადო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, შრომის კოდექსი და საოფისე პროგრამები, ინგლისური ენა B2 დონე; ACCA -II დონის სტუდენტი;
სხვა: SAP ERP - სისტემა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
(რა ფუნქციებს ასრულებს ეს თანამდებობა და რა მოვალეობები აკისრია ამ თანამდებობას)
** ბუღალტრულ პროგრამაში დახურვის პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა სს "საქართველოს რკინიგზის" სრული ბრუნვითი უწყისის მისაღებად და შემდგომ ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა.
** სს "საქართველოს რკინიგზის" ბალანსმფლობელი სტრუქტურული ერთეულების ბრუნვითი უწყისების მომზადების მონიტორინგი.
** სს "საქართველოს რკინიგზის" კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა.
** ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების დროული შესრულება.
** მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და დავალებების განაწილება და მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოზე კონტროლი;
** სექტორის თანამშრომლების დისციპლინისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით განმარტებებისა და მითითებების მიცემა ბუღალტრებისთვის;
** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით პრობლემური საკითხების შეთანხმება და გადაწყვეტა ხელმძღვანელობასთან;
** ბალანსმფლობელი სტრუქტურული ერთეულების ბრუნვითი უწყისების მომზადების მონიტორინგი და მათი კონსოლიდირების უზრუნველყოფა;
** ბუღალტრულ პროგრამაში სატრანზიტო და დამაბალანსებელი ანგარიშების კონტროლი;
** სს "საქართველოს რკინიგზის" კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის მიღებული მონაცემების თავმოყრა/გაერთიანება;
** ბუღალტრულ პროგრამაში დახურულ საანგარიშო პერიოდში მომხდარი ცვლილებების ბუღალტრული ასახვის უზრუნველყოფა;
** პერიოდის დახურვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
** ბუღალტრულ პროგრამაში ოპერაციების დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე;
** რკინიგზის სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობა მათი საქმიანობის ხარისხიანად წარმართვის მიზნით;
** დაიცვას კონფიდენციალურობა, შრომის შინაგანაწესი და დისციპლინა.
აპლიკაციები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@railway.ge