www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
თანდართული ფაილი: 80844_rfp_9937752.zip
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

საგრანტო კონკურსი: საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე დებატების ხელშეწყობა

"ევროპის ფონდი" მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამ მიზნით, ფონდი ცდილობს, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირ და ღია მონაწილეობას იმ რეფორმებში, რომლებიც ევროპულ ღირებულებებთან, სტანდარტებსა და პრაქტიკასთან გვაახლოებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა ორიგინალური მედია კონტენტის შესაქმნელად, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესახებ ფართო საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაუმჯობესებისათვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საკონკურსო განცხადების სრული ტექსტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |