www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეალიზაციის ბუღალტერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს რეალიზაციის ბუღალტრის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:

** შემოსული კორესპონდენციების შემოწმება და რეაგირება;
** საგადასახადო აპარატებისა და პროგრამული რეალიზაციის ოპერაციების შემოწმება, შედარება, გასწორება: ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება;
** სავაჭრო ობიექტების ფულადი მოძრაობების კონტროლი;
** მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ბუღალტერია; ფინანსები და საბანკო საქმე);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "რეალიზაციის ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |