www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

სტაჟირების ადგილი: თბილისი - ბელიაშვილის 145
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლებში 09:00-18:00; 13:00-22:00.
ანაზღაურება: 350 ლარი

სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:

** გადასახდელი შეკვეთების კონტროლი.
** ტრანზაქციების შექმნა ინტერნეტ ბანკიდან ადმინისტრაციულ პროგრამაში.
** სხვადასხვა რეპორტების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსური/ბუღალტრული მიმართულებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |