www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)
ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
** სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "კორპორატიული გაყიდვების აგენტი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |