www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

"ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

რეგიონი: ბათუმის ფილიალში

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოებს ფულადი შეტანების მიღებას ორგანიზაციის კლიენტებისაგან
** აწარმოებს სასესხო თანხების გაცემას ორგანიზაციის მსესხებლებზე
** ახორციელებს ფულადი გადარიცხვების მიღებას
** პასუხისმგებელია ფულადი გასავლების და შენატანების პროგრამულ ავტორიზაციაზე
** პასუხისმგებელია საინკასაციო თანხების ზუსტ აღრიცხვაზე
** ახორციელებს საინკასაციო თანხების უსაფრთხოდ მიღებასა და ჩაბარებას
** პასუხისმგებელია ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმებაზე
** ყველა ოპერაციას აღრიცხავს დროულად, ზუსტად მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ითვლის სალაროში არსებულ ფულს და ადარებს მას პროგრამულ მაჩვენებლებთან
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს უწევს კონსულტაციას და აძლევს განმარტებებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის პროდუქტებისა და სერვისების რეალიზაციას
** კლიენტების მომსახურებისას არის თავაზიანი და კომუნიკაბელური.

მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |