www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 750-850₾ + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
** სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დარბაზის ადმინისტრატორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |