www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 81449_application_doc_8714857.zip
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე საკრედიტო რისკების დეპარტამენტში.

ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო რისკების უფროსი მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** ბიზნეს დაკრედიტების პროექტებზე ბანკის შიდა რეგულაციებზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნების მომზადება
** საჭიროების შემთხვევებში საკრედიტო კომიტეტებში მონაწილეობის მიღება
** მონაწილეობა სესხების მიზნობრიობის მონიტორინგში და შესაბამისი დასკვნების/დოკუმენტაციის მომზადება;
** მსესხებლების პრუდენციული კოეფიციენტების გამოანგარიშება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** კომერციულ ბანკში ბიზნეს დაკრედიტების (კორპორატიული, SME) ან/და საკრედიტო რისკების/საკრედიტო ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში,
** ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის პრინციპების, ფინანსური უწყისების ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების ცოდნა;
** ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა:
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან შეავსოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) და გამოგვიგზავნოთ თანდართული ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკრედიტო რისკ-მენეჯერი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 01 ივლისი, 2022 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |