www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის თანამშრომელი - რეზერვი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის თანამშრომლის (რეზერვი) პოზიციაზე.

მისამართი: გ. ლორთქიფანიძის 13 გ (ვარკეთილი)
ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: დილის 8 საათიდან, საქმის დასრულებამდე, არაუმეტეს კვირაში 48 საათისა
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა - აუცილებელია

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
** საწყობთან პროდუქციის რაოდენობის დაზუსტება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვისუზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განლაგება;
** წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
** ობიექტში შესატანი პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
** ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის თანამშრომელი (რეზერვი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |