www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - პრისელერი
მომწოდებელი: ბიდიო დიჯიტალი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

კომპანია "BDO Digital" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პრისელერის პოზიციაზე გაყიდვების განყოფილებაში.

"BDO Digital" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "BDO"-ს შვილობილი კომპანია. "BDO"-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ქართულ კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.
"BDO Digital"-ს ლოკალური გამოცდილებითა და "BDO"-ს გლობალური ქსელის მხარდაჭერით 16 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე 700-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკლავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

"BDO Digital"-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი;
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი;
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზებასა და მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა;
** კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პორტფელში არსებული ინსტრუმენტებით;
** სადემონსტრაციო ბაზების ადაპტირება კლიენტთან პრეზენტაციისთვის და პრეზენტაციების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომერციული წინადადების მომზადებასა და კლიენტისთვის წარდგენაში მონაწილეობა;
** ხელშეკრულებების მომზადება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები);
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსულის ცოდნაც;
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოებს უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** I გასაუბრება
** II პრეზენტაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი: hr@bdo.ge.
გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ანაზღაურებადი სტაჟირება - პრისელერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 04.07.2022.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |