www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვის მიზნით
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამა აცხადებს ტენდერს მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე.

ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის პროგრამისათვის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოშვების წელი 2013-2017-მდე.
** საწვავის ტიპი - ბენზინი, ჰიბრიდი
** წამყვანი თვლები - 4x2
** საჭე მარცხნივ
** ტრანსმისია: მექანიკური, ავტომატიკა.
** გავლილი უნდა ქონდეს ტექნიკური დათვალიერება (ყურადღება მიექცეს გამონაბოლქვს.
** ძრავის მაყუჩებზე ქარხნული კატალიზატორით
** ავტომობილის საერთო მდგომარეობა: გამართული (ძრავი, ტრანსმისია, სავალი ნაწილები) ხარვეზების გარეშე
** ავტომობილი უნდა იყოს ახალი განბაჟებული
** სასურველის ავტომობილი ეკუთვნოდეს უნივერსალის ან ჰეჩბეკის კატეგორიას

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები). ფიზიკური პირის შემთხვევაში, პირადი დოკუმენტაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
** ავტომობილის დოკუმენტაცია (ინფორმაცია ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ: მოდელი, ფერი, ძრავის მოცულობა, საწვავის ტიპი, ავტომანქანის პასპორტი და ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი).
** ხარჯთაღრიცხვა (დალუქულ კონვერტში);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ავტომობილის ფოტოები.

გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით.

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის ქ.#4, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის პროგრამა.

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მოწოდების დასრულების და მიღება -ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ბეჭდით დალუქული კონვერტით. გთხოვთ, კონვერტზე სათაურად მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი) და "ავტომობილის შესყიდვა".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 202 წლის 27 ივნისი 13:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. N-4 (ყოფილი ახალგაზრდობის მე-3 შესახვევი), ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისი.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |