სსიპ "კოლეჯი მოდუსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** სასამართლო დავებზე კოლეჯის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;
** კოლეჯის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
** თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** კოლეჯის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
** კოლეჯში შემუშავებული რეგულაციების და წესების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** მოთხოვნის შემთხვევაში კოლეჯში დაცული საჯარო ინფორმაციის მოძიება და გაცემა, ან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დონე: ბაკალავრი
** განათლების სფერო: სამართალმცოდნე
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 5 წელი (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება)
საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები:
** საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
** პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
** სსიპ კოლეჯი მოდუსის წესდება.
კომპიუტერული პროგრამები:
** Microsoft Word;
** Microsoft excel;
** Microsoft Power Point;
** Internet;
** Outlook.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადმოიწერეთ ჩვენ მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 ივნისი.
ტელეფონი: 577 95 90 36