ყაზბეგში მდებარე სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი (Front Office Manager).
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ფრონტ დესკის ეფექტურად ფუნქციონირების ორგანიზება და კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** სტუმრების კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
** თანამშრომლების შერჩევა და ტრენინგების ორგანიზება;
** სტუმართან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნებისა თუ უკმაყოფილების მართვა.
** ღამის აუდიტის პროცედურების ჩატარება და რეპორტინგის უზრუნველყოფა.
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროში შუა რგოლის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა (Fidelio, Opera, Fina და ა.შ);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური და პრეზენტაბელური;
** გუნდის მართვის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში. მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" გისურვებთ წარმატებებს!