კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორი/დიზაინერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შენობის/ფართის აზომვა და არქიტექტურული ნახაზის შესრულება კომპანიის ბრენდის გათვალისწინებით;
** სავაჭრო ობიექტების ინვენტარის ნახაზის შესრულება და 3D მოდელირება;
** სავაჭრო ობიექტებისათვის დიზაინის ელემენტების შექმნა;
** ცალკეული ობიექტების დეკორაციის კონცეფციის შემუშავება და შესრულება;
** შენობის/ფართის ფასადის შეთანხმება ქალაქების არქიტექტურულ სამსახურებთან;
** საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადები;
** AutoCAD; ArchiCAD, 3D Max, Photoshop-ის ცოდნა აუცილებელია;
** Illustrator, InDesign, Corel draw-ის ცოდნა სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.
უნარები და პიროვნული თვისებები:
** კრეატიულობა;
** ინიციატივიანობა;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ივლისი, 2022 წელი.