კომპანია "სოლვერი" უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სისტემების სრულ სერვის მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო ასევე ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე.
კომპანია "სოლვერი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემის დანადგარების მუშაობის დიაგნოსტირება და გამართვა;
** კლიენტისთვის საგარანტიო მომსახურების დროულად და ეფექტურად მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** სამუშაო პროცედურების, ტექნიკის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო სქემების წაკითხვის ცოდნა;
** დანადგარების ელექტრო სქემების წაკითხვის ცოდნა;
** მაცივარ აგენტებთან მუშაობის გამოცდილება და უნარ-ჩვევები.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "სოლვერი"-ს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.