www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: E-commerce-ის ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას E-commerce-ის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელმძღვანელთან ერთად მარკეტინგის და ელექტრონული კომერციის სტრატეგიის ჩამოყალიბება და მართვა
** ტექნიკური ხარვეზების პოვნა და აღმოფხვრა
** საიტის ფუნქციონალის ტესტირება
** ახალი ფუნქციონალის დანერგვა
** ვებ-გვერდის ტრაფიკის ცვლილებების მონიტორინგი და ვებ-ანალიტიკა
** პროდუქტების განვითარებაში ჩართულობა
** პროდუქტების ფოტოების და აღწერილობების ელ. კომერციის პლატფორმაზე ცვლილებების დროულად ასახვა, მათ შორის დასრულებული სააქციო პროდუქტების ფასების ცვლილება, პროდუქტების პლატფორმიდან მოხსნა და სხვა
** დამუშავებული/დასამუშავებელი პროდუქციის რეპორტინგი
** მარკეტინგული აქციების და შეთავაზებების გამართვა საიტზე და მისი მონიტორინგი/რეპორტინგი
** დეველოპერების გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია
** ჩართულობა სხვა მარკეტინგულ/დიჯითალ/სეო აქტივობებზე, ტექნიკური საკითხების მოგვარების კუთხით
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვა სამსახურეობრივი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით excel-ის;
** 1C-ის პროგრამის ცოდნა;
** nopCommerce- ზე მუშაობის გამოცდილება, ან/და სხვა პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).

სხვა უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა-იმპროვიზაციის და კარგი ინტერპრეტაციის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "E-commerce-ის ტექნიკური მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |