კომპანია "ლიდი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე ტექნიკის ონლაინ გვერდის (https://carrot.ge/) სამართავად.
კომპანია ეძებს მუდმივ თანამშრომელს სრულ სამუშაო განაკვეთზე პირველი ექვსი თვე გამოსაცდელი ვადით
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 106
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან 18:30 საათამდე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მომავალი გუნდის წევრს აინტერესებდეს ტექნიკა, ერკვეოდეს თანამედროვე ტენდენციებში და უყვარდეს ადამიანებთან კომუნიკაცია.
კომპანიის ბენეფიტები:
** ახალგაზრდა გუნდი და სასიამოვნო სამუშაო გარემო ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად;
** კორპორატიული ტრანსპორტი სამსახურებრივი მიზნებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევა გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ.
ძირითადი მოვალეობები:
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, მათი პროდუქციის მუდმივი განთავსება და საჭიროებისამებრ განახლება ქეროთის საიტზე (carrot.ge);
** საიტზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და დაინტერესებული მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საიტზე ფასების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ტრენდული და აქტუალური პროდუქციის განსაზღვრა და დამატება;
** საიტის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საჭირო ცოდნა და გამოცდილება: სოციალური მედია არხების საბაზისო ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
** მოქნილი და ცვლილებებისათვის ღია;
** აქტიური, კარგი კომუნიკაციის უნარებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@syntax.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Tech Manager".