www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - სრული, შაბათი - ნახევარი დღე
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების ასისტირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის ადმინისტრაციული დოკუმენტების დაარქივება და ელექტრონული ბაზების შექმნა და ადმინისტრირება;
** ხარისხის სტანდარტის პროცედურების ხარისხიანი მართვისათვის ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტირება;
** თანამშრომელთა ბაზების მართვა და განახლება;
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის დადგენილი პროცედურის შესაბამისად გატარება და დაარქივება;
** კომპანიის თანამშრომელთა ასისტირება ხარისხის მართვის პროცედურების განხორციელების პროცესში;
** მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე შევსებული რეკლამაციების ფორმების განხილვასა და შემდგომი პროცესების განხორციელებაში მენეჯერის ასისტირება;
** თანამშრომელთა მონიტორინგის სისტემებისა და შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ასისტირება;
** შესრულებულ სამუშაოზე უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფარმაციის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |