ახლად გახსნილი სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში ისტორიულ შენობაში. 33 ნომრისგან შემდგარი მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ორთქლის ოთახი და ბიზნეს ლაუნჯი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.
საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:
** სასტუმრო სფეროში მსგავს პოზიციაზე წარმატებული გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** რესტორნის მართვის პროგრამებში გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზებული და პოზიტიური.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს კვებისა და სასმელების მომსახურების ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** რესტორნის პროგრამაში მუშაობა;
** მენიუს შედგენაში მონაწილეობა;
** მიმტანების ტრეინინგი და ხელმძღვანელობა;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სრულყოფა.
თქვენ მიიღებთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** კვალიფიკაციის შესაფერის ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: g.keinashvili@hotmail.com და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!