www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს. კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი, ბათუმის ქუჩა #16
სამუშაო გრაფიკი - სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სტანდარტების მიხედვით
** შხამ-ქიმიკატის გამოყენების ცოდნა და გაზავება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სამზარეულოს, ოფისის, სამრეცხაოს, კამერა მაცივრის, კამერა საყინულეს, სასმელების, ინვენტარისა და მშრალი საწყობის დალაგება/დასუფთავება დადგენილი ჩეკ-ლისტისა და სტანდარტების შესაბამისად [იატაკი, კედელი, ჭერი, თაროები, ნათურები, კარებები, ფანჯრები]
** სერვისის ინვენტარის გარეცხვა, გამშრალება და დახარისხება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად [ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები, კოვზები და ა.შ]
** გატეხილი ინვენტარის აღწერა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** ნაგვის ურნების წმენდა, რეცხვა, ნაგვის გატანა
** დეზობარიერების ყოველდღიური დასუფთავება და დეზინფექცია
** გამწოვის, ჰაერის შემომტანის, კონდიციონერის, პერიოდული წმენდა (ფილტრი, ზედაპირი, გვერდები, ღარები)
** იატაკზე ნედლეულის ნარჩენის, ტალახის/ჭუჭყის ან ჭურჭლის ნამსხვრების ქონის შემთხვევაში სისუფთავის უზრუნველყოფა
** ჰიგიენური საშუალებებისა და შხამ-ქიმიკატების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** სხვადასხვა საკითხების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალური
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მრეცხავი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |