www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული მენეჯერი
მომწოდებელი: ჰენკელი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ჰენკელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება;
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |