www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სასტუმრო "Episode Hotels" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;
** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
** სამზარეულოს თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი;
** წარმოების და პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;.
** ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი;.
** მარაგების და შესყიდვების ეფექტური მართვა/განსაზღვრა შესყიდვების მენეჯერთან ერთად;.
** HACCP სტანდარტების დაცვა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** გემრიელ და ჯანსაღ კვებას

ადგილი: ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ - "შეფ-მზარეული".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 1 ივლისი, 2022.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |