www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: Loyal Partners
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ლოიალ ფართნერს" წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფინანსური მომსახურების კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ღირებულებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, რაც თანამშრომლებს თანაბარ საშუალებას აძლევს გამოავლინონ თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით ლოიალ ფართნერსმა უმოკლეს დროში დაასაქმა +15 ადამიანი და შეიძინა 80-ზე მეტი პარტნიორი კომპანია.

"ლოიალ ფართნერს" აცხადებს სამთვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი დასაქმდება ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სრულყოფილად;
** MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ACCA-ს კურსები ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამთვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, შეისწავლიან, ფინანსურ სააღრიცხვო პროგრამებს, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@loyalpartners.ge განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი/სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |