სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის ასისტენტის პოზიციაზე.
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** კომპანიის შიდა ბაზებში არსებული ფინანსური მონაცემების დამუშავება;
** დამუშავებული მონაცემების ატვირთვა კომპანიის შიდა სერვერებზე;
** IFRS საერთაშორისო სტანდარტის დანერგვისა და მონიტორინგის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** კომპანიის შიდა ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** MS Excel-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფინანსური რეპორტინგის ასისტენტი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/