www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: პატიო არტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

სარეკლამო კომპანია "პატიო-არტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;
** მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება და ანალიზი;
** კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** საპრეზენტაციო მასალების, სოციალური მედიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
** გამოფენებისთვის ან სხვა ღონისძიებებისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და მათ პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება
** ATL/BTL აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@patioart.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |