www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

შპს "მაქსიმა" (ავეჯის მასალებისა და აქსესუარების კომპანია) აცხადებს ვაკანიას მითერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე
ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რუსული ენის და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება
** სამუშაო ადგილის მარკეტინგული და სხვა სარეკლამო მასალით უზრუნველყოფა
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "მაქსიმა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე, აცხადებთ თანხმობას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები CV შემდეგ მისამართზე: info@maxima.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "მითერი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |