სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას E-commerce-ის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ხელმძღვანელთან ერთად მარკეტინგის და ელექტრონული კომერციის სტრატეგიის ჩამოყალიბება და მართვა
** ტექნიკური ხარვეზების პოვნა და აღმოფხვრა
** საიტის ფუნქციონალის ტესტირება
** ახალი ფუნქციონალის დანერგვა
** ვებ-გვერდის ტრაფიკის ცვლილებების მონიტორინგი და ვებ-ანალიტიკა
** პროდუქტების განვითარებაში ჩართულობა
** პროდუქტების ფოტოების და აღწერილობების ელ. კომერციის პლატფორმაზე ცვლილებების დროულად ასახვა, მათ შორის დასრულებული სააქციო პროდუქტების ფასების ცვლილება, პროდუქტების პლატფორმიდან მოხსნა და სხვა
** დამუშავებული/დასამუშავებელი პროდუქციის რეპორტინგი
** მარკეტინგული აქციების და შეთავაზებების გამართვა საიტზე და მისი მონიტორინგი/რეპორტინგი
** დეველოპერების გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია
** ჩართულობა სხვა მარკეტინგულ/დიჯითალ/სეო აქტივობებზე, ტექნიკური საკითხების მოგვარების კუთხით
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით excel-ის;
** 1C ის პროგრამის ცოდნა;
** nopCommerce- ზე მუშაობის გამოცდილება, ან/და სხვა პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (მაღალ დონეზე);
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2-დონე).
სხვა მოთხოვნები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** შემოქმედებითობა-იმპროვიზაციის და კარგი ინტერპრეტაციის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 21 ივლისი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nova.ge. და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "E-commerce-ის ტექნიკური მენეჯერი"
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.