www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ბ დიზაინი" (http://www.bdesigne.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ბ დიზაინი" მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალური დიზაინით აწყობილ ნებისმიერი სირთულის და დიზაინის, საოფისე და საოჯახო ავეჯის დამზადებას. კომპანია გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხით, სანდოობით, დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ბაზრის ანალიზი, გაყიდვების არხების შესწავლა, ათვისება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკება, შემდგომი კომუნიკაცია და კონტროლი;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი სფერო: ბიზნეს ადმინისტრირება, ან მარკეტინგი)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მართვის კუთხით;
** გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენების: ინგლისური და რუსულის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** კორპორატიული კლიენტების საკუთარი ბაზის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ბრენდისადმი ერთგულება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: cvbdesigne@gmail.com და სათაურში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 555 707200; +995 32 2040200.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |