www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

კომპანია "მადარტ დელივერი" გიწვევთ 30 დღიან პროგრამაში ჩასართავად გაყიდვების განყოფილებაში!

პოზიციის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: თვიური 800 ლარი.

კომუნიკაციის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება;
** კვლევების ჩატარება;
** მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
** მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის სწორად გადანაწილებისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პროგრამა მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა კლიენტთა მომსახურების სფეროში და დაგეხმარებათ განივითაროთ სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება 30 დღე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, პროგრამა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში, სავალდებულოა პორტატული ან პერსონალური კომპიუტერი.

მსურველებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |