www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი, აცხადებს განაცხადების მიღებას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი ან/და მაგისტრი ან/და დოქტორი;

სამუშაო გამოცდილება:

** სავალდებულო: საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** სასურველი: მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თავისებურებები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დაგეგმვის უნარი და დეტალებზე ორიენტაცია;
** ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ენების ცოდნა:

** სავალდებულო: სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება).
** სასურველი: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Word;
** Excel
** Powerpoint
** Outlook

სამუშაო გრაფიკი:

კვირაში 3 დღე, კოლეჯის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
ანაზღაურება: ყოველთვიური 1000 ლარი.
განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდგომ, გაიმართება გასაუბრება დირექტორთან და დირექტორის მოადგილესთან.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

1. ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა;
2. ეტაპზე გაიმართება გასაუბრება;

სურვილის შემთხვევაში CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნოთ კოლეჯის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე msccoleji@gmail.com

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება!

კვლევების ჩატარების გამოცდილება!

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის უფლებამოსილება:

** ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი გარე და არსებობის
** შემთხვევაში შიდა სტანდარტების მოთხოვნათა ინტერპრეტაცია და პერსონალის კონსულტირება ამ საკითხებში;
** ხარისხის უზრუნველყოფის, როგორც პროცესის დაგეგმვა;
** დაწესებულების ადამიანური, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეფასება;
** დაწესებულებაში მიმდინარე პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეფასება;
** დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურეობის შესახებ დაინტერესებულ მხარეთა მხრიდან უკუკავშირის, ასევე სხვა სახის ინფორმაციის წყაროებზე დაყრდნობით, გაწეული მომსახურეობის, მათ შორის სწავლა-სწავლების და სტუდენტთა/მსმენელთა მიერ სწავლის შედეგების მიღწევის შეფასების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
** სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული მონიტორინგის პროცესში საჭირო რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების იდენტიფიცირება, მათი შეგროვება და ანალიზი;
** სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე ანგარიშების მომზადება;
** სტანდარტებთან ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციების/სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში - შესრულების არსებული დონის შენარჩუნების, ასევე პროცესების ეფექტურობის და ეფექტიანობის გაზრდის, მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.
** სტრუქტურული ერთეულის/დასაქმებულის სტატუსით დადგენილი წესით
** მონაწილეობის მიღება დაწესებულების მისიის, სტრატეგიული და წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ანგარიშგების პროცესში;
** მონაწილეობს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში და ამ მიზნით ორგანიზებას უწევს სტრუქტურულ ერთეულების ჩართულობას სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში;
** ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და
** ათავისუფლებს დირექტორი;
** ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს უშუალოდ ექვემდებარება პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელები



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |