www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის ბუღალტერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე საბურთალოს ფილიალში

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის 16
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვისა და რეალიზაციის ბუღალტრული აღრიცხვა პროგრამაში;
** პროდუქციის კალკულაციების კონტროლი;
** წარმოების პროცესებში ჩართულობა და ინვენტარიზაციის ჩატარება;
** შესყიდვის აქტებისა და ზედნადებების მიღება, პროგრამულ მონაცემებთან შედარება, აღნიშნულის
კონტროლი და მონიტორინგი;
** დოკუმენტაციის შედგენა/შემოწმება;
** ნაღდი ფულის დათვლა, განაწილება, ინკასაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |