www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "აი სი არ ტრეიდი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი და ჟაკადი, აქსესუარების მიმართულებაში ბრენდი პარფოისი.

დღეისათვის კორპორაციაში დასაქმებულია 800 მდე თანამშრომელი და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, საქართველოს სხვა ქალაქებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი; შაბათ-კვირა დასვენება
სტრუქტურული ერთეული: ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტის უფროსს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრონტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება;
** CCTVტექნოლოგიების ცოდნა-ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა;
** პასიური და აქტიური ქსელური მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი და მომსახურება;
** პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
** შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება;
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;Windows XP/Vista/7/8/10;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, ინსტალაცია; MS Office, Adobe Reader, Photoshop;
** Computer Hardware -ის ცოდნა, ინსტალაცია, დიაგნოსტიკა;
** ქსელური მოწყობილობების მონტაჟი და მარტივი კონფიგურაცია (Router, Switch, Cables);
** CCTV ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება -არანაკლებ ერთი წელი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულოა);
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 20 ივლისის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge. ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება- "IT მხარდაჭერის სპეციალისტი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |