www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

"ლოპოტა სპა რეზორტი" 2008 წელს დაარსდა როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. რეზორტი ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღესდღეობით 232 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 15 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, მინი გოლფის მოედანს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის
სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" -ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხიანი მომსახურებით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.lopotaresort.com/ge/

"ლოპოტა სპა რეზორტი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სასტუმროს მომსახურებებზე Friends and Family Rates
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა და მასში შემავალი კერძების რეცეპტის მიხედვით მომზადება;
** შეფის დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** მაცივრების სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთებზე სწრაფ რეაგირება;
** სამუშაო ადგილის სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაოს საათების დასრულების შემდეგ წასვლამდე თავის სამუშაო ადგილის მოწესრიგება.;
** მეორე დღისთვის მიზან პლასის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** კომუნიკაბელური.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, სოფ. ნაფარეული
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და საჭიროებისამებრ საცხოვრებელს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 10 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |