www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში, ქუთაისში და ახალციხეში.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი, დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ყოლა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ბენეფიტები კომპანიისგან:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი
** საწვავით უზრუნველყოფა

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge; დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: "ინსტალატორი თბილისში"/"ინსტალატორი ქუთაისი"/"ინსტალატორი ახალციხე"

განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი რეზიუმე (CV).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |