www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრაქტიკული აუდიტის და SME ფინანსური ანგარიშგების კურსები
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"VIP INTELLECT GROUP"-ი გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის, პრაქტიკული აუდიტის და მცირე და საშუალო კომპანიების (SME) ფინანსური ანგარიშგების კურსებს!

პრაქტიკული აუდიტი

კურსი განკუთვნილია: ფინანსური/ბუღალტერიის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, ვისაც შეხება აქვს გატარებებთან ანგარიშგებებთან და სხვადასხვა რეპორტებთან და სურთ ცოდნა გაიღრმაონ აუდიტის ჩატარების მთლიან პროცესებში, მათ მიდგომებში და მეთოდოლოგიის სრულ ციკლში.

კურსის მიზანია: ბუღალტრებს, ფინანსისტებს წარმოდგენა შეუქმნას აუდიტის სფეროზე. აუდიტის დაგეგმვის ჩატარების ეტაპებზე, მეთოდებზე და მიდგომებზე. ცოდნა გაუღრმაოს როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკული მაგალითებით.

კურსის თემატიკა:

** ფინანსური აუდიტის სფერო და არსი
** აუდიტის პროგრამის პაკეტის თეორიული ციკლი
** წინასწარი აუდიტორული პროცედურები
** გარე და შიდა აუდიტის არსი მნიშვნელობა და განსხვავებები
** აუდიტის ობიექტის შესწავლა
** არსებითობის გაანგარიშება
** შიდა კონტროლი და რისკები დაგეგმვის ეტაპზე
** აუდიტის ტესტები
** აუდიტორული შერჩევა
** აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება
** საქმიანობის დაწყება - საწყისი ნაშთები
** აუდიტის დოკუმენტაციის პაკეტი
** აუდიტის დასკვნა ფინანსური ანგარიშგების შესახებ სტრუქტურა
** პრაქტიკული ქეისები რეალური კომპანიის მაგალითებზე.
** დამუშავება ექსელში სხვადასხვა სფეროს კომპანიების, ბრუნვა ნაშთების და გატარებების გამოყენებით ფინანსური ანგარიშგების პაკეტის აწყობა.
რისკების იდენტიფიცირება და კონტროლის მექანიზმების შემუშავება აუდიტის შემდგომ დაგეგმვის ეტაპისთვის.
** აუდიტის შერჩევა და ტესტირება რწმუნების მოპოვება, დადოკუმენტირება.
** ინფორმაციის თავმოყრა და ფლობა - აუდიტის დასკვნის მომზადებისთვის.

კურსში შეხვდებით აუდიტის გამოყენებულ ტერმინოლოგიებს როგორიც არის:

** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები IFRS, IFRS for SME.
** კონტროლის ღონისძიებები: შესაბამისი, თანმიმდევრულად განხორციელებადი, სრულყოფილი, დანახარჯების თვალსაზრისით ეფექტიანი კონტროლის მიზნებთან უშუალოდ დაკავშირებული.
** აუდიტის რისკის სახეები: კონტროლის რისკი, თანდაყოლილი რისკი, შეუმჩნევლობის რისკი.
** აუდიტორული მტკიცებულება: დათვალიერება, დაკვირვება, გარე დასტური, ხელახალი გამოთვლა, ხელახალი შესრულება, ანალიზური პროცედურები, გამოკითხვა.

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

დამოუკიდებლად გაანალიზოთ და დაამუშაოთ ფინანსური ანგარიშგება, ბრუნვა ნაშთების, ბუღალტრული გატარების უწყისები. მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ აუდიტის სტრუქტურა, შესამოწმებელი კომპანიის კონტროლის მექანიზმებზე და რისკ ფაქტორებზე დაყრდნობით. დამოუკიდებლად შეძლოს წაკითხვა აუდიტის დასკვნების და მისი შემადგენელი კომპონენტების სტანდარტებთან მიმართებაში.

კურსის ხანგრძლივობა: 8 ლექცია - 1.30 საათიანი
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 700 ლარი
ორ კაციან ჯგუფში: 500 ლარი
ჯგუფში 3 და მეტი: 400 ლარი

2. მცირე და საშუალო კომპანიების (SME) ფინანსური ანგარიშგება

პროგრამა განკუთვნილია: 2-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთვის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.
აგრეთვე გაგიწევთ კონსულტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.

კურსი მოიცავს:

ლექცია 1-8 სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა

განყოფილება 1: მცირე და საშუალო საწარმოები
განყოფილება 2: კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
განყოფილება 13: მარაგები
განყოფილება 17: ძირითადი საშუალებები
განყოფილება 18: არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
განყოფილება 20: იჯარა
განყოფილება 23: ამონაგები
განყოფილება 24: სახელმწიფო გრანტები
განყოფილება 25: ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
განყოფილება 34: სპეციალიზებული საქმიანობა

ლექცია 9-10 შეფასებები

განყოფილება 16: საინვესტიციო ქონება
განყოფილება 21: ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
განყოფილება 27: აქტივების გაუფასურება
განყოფილება 10: სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

ლექცია 11-12 ანგარიშგები

განყოფილება 5: სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება
განყოფილება 4: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
განყოფილება 6: საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება
განყოფილება 7: ფულადი ნაკადების ანგარიშგება
განყოფილება 8: ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 33: დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 32: საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები
განყოფილება 30: ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
განყოფილება 3: ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
განყოფილება 35: მსს ფასს-ზე გადასვლა

ლექცია 13 ფინანსური ინსტრუმენტები

განყოფილება 11: ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
განყოფილება 12: სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები
განყოფილება 22: ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია.
პროგრამის საფასური: 600 ლარი - 3-4 კაცი და მეტი ჯგუფში.

ბუღალტრული აღრიცხვა დამწყებთათვის

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანსური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანსურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოდ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერტიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები.
მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - ორი თვე
ლექციის ხანგრძლივობა -1.30
კურსის ღირებულება სამ-ოთხ კაციან ჯგუფში: თვეში 200 ლარი
ლექციის ხანგრძლივობა - საათნახევარი
კურსის ღირებულება წყვილში: თვეში 300 ლარი
ლექციის ხანგრძლივობა - ერთი საათი
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: თვეში 400 ლარი

კომპიუტერული ბუღალტერია:

ორისი -8 საათი - 200 ლარი ჯგუფში
სუპერფინი - 8 საათი - 200 ლარი ჯგუფში
ინფო - 8 საათი - 200 ლარი ჯგუფში
ინდივიდუალურად 300 ლარი 6 ლექცია

1C -ბუღალტერია

2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 250 ლარი
ინდივიდუალურად - 6 საათი- 350 ლარი

პრაქტიკული კურსი ბუღალტრებისთვის

"VIP Intellect Group"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები პრაქტიკულ კურსს გაივლიან გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:

** მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან
** კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
** http://www.rs.ge-სთან მუშაობა
** ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
** სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.

პრაქტიკის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა
სტაჟირების ღირებულება ჯგუფში: 250 ლარი
წყვილში: 450 ლარი
ინდივიდუალურად: 700 ლარი

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: http://vipintellect.ge/ge
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register
ტელ: 551196110; 593618212;
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |