შპს "რან დელივერი" აცხადებს ვაკანსიას ფეხით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თბილისის მასშტაბით სადაც დადის მუნიციპალური ტრანსპორტი
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი + სამგზავრო ბარათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჩაიბაროს ამანათები სიის მიხედვით;
** ამანათის ადრესატთან მიტანამდე მოახდინოს კომუნიკაცია და შეათანხმოს ვიზიტი;
** უზრუნველყოს პროდუქციის დაზიანების გარეშე დროული ტრანსპორტირება ოფისიდან ადრესატამდე და პირიქით;
** უზრუნველყოს მიღება-ჩაბარებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ჩაბარება;
** მოახდინოს ინფორმაციის სრულყოფილად გაცვლა კომპანიასა და მომხმარებლებს შორის;
** პასუხს აგებს კომპანიის ყველა მატერიალურ აქტივზე.
აუცილებელი მოთხოვნები/თვისებები:
** სმარტ ტელეფონის ქონა, რათა გამოიყენოს ნავიგაცია და რუკა;
** გამართული ტელეფონის ქონა, რათა მოახერხოს სამუშაო დღის დასრულება კომუნიკაციის წყვეტის გარეშე;
** ქალაქის უბნებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ცოდნა;
** პასუხისმგებლობიანი/დაკვირვებული/პუნქტუალური.
პრიორიტეტად ჩაითვლება:
** CV-სთან ერთად წერილობით დართული მცირე ზომის სამოტივაციო წერილი;
** "ფოუერ ბანკის" მქონე კანდიდატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: rundelivery1@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ანაზღაურება.