www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის ნაშთების კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: პროდუქციის ნაშთების კონტროლის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტების, როგორც სასაწყობე ზონაში, ისე სარეალიზაციო ზონაში წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტის რაოდენობის აღრიცხვა/ინვენტარიზაცია;
** რეალიზაციის პირობებით მომუშავე სავაჭრო ობიექტების მიერ რეალიზებული პროდუქციისა და გადახდილი თანხის შედარება/კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში საწყობის პროცედურებსა და შიდა რეგულაციებზე წვდომა და კომპანიის პროდუქციაზე FEFO პრინციპის კონტროლი.
** დაზიანებული, მოკლე ვადა დარჩენილი საქონლის იდენტიფიცირება და აღრიცხვა;
** მონიტორინგის შედეგების შესახებ უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მივლინებებში სიარულის შესაძლებლობა თვეში მინიმუმ 2-3 ჯერ სამუშაო რეგიონის მიხედვით;

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** აუცილებელია ქართული ენის ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე.
** აუცილებელია რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე.
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა (მანქანის მართვის გამოცდილება 2 წლიდან)

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის გადაწყვეტისადმი სისტემური მიდგომა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |