კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.
კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფინანსური აუდიტის მიმართულებით.
სტაჟირების ადგილი: თბილისი - ბელიაშვილის 145
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 350 ლარი
სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ:
** პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება/მომზადება;
** ბუღალტრული გატარებების შემოწმება/შესრულება;
** rs.ge-ზე მუშაობა;
** რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსური / ბუღალტრული მიმართულებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge
კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!