www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სარეზერვო ასლების დისკური მოწყობილობების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ტერაბანკი
თანდართული ფაილი: 81900_danarti_1918699.zip
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

სს "ტერაბანკი" აცხადებს ტენდერს სარეზერვო ასლების დისკური მოწყობილობების შესყიდვაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია თანდართულ ფაილად დანართი N1.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

** ფასი, (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
** პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მინიმუმ ორი ავტორიზებული სერვის ცენტრის არსებობის შესახებ, საქართველოში.
** პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ მინიმუმ 1 (ერთი) სერტიფიცირებული ინჟინერი, რომელიც აკრედიტებული იქნება შემოთავაზებული სისტემის ინსტალაციაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სერტიფიკატის ასლი და ცნობა დამსაქმებელი კომპანიიდან.
** კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
** მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილს (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
** ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობას საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
** შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
** საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

** მომსახურე კომპანიასთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ სს "ტერაბანკ"-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს "ტერაბანკი"-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
** კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

** კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
** ტენდერის დასახელება - "ტენდერი ანტივირუსული დაცვის, ანტისპამის და ვებ პროქსის პროგრამულ უზრუნველყოფაზე"
** ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივლისი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ბაჩა ხოფერიას, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Bacha.Khoperia@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1119). მობ: 577 61 40 02

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |