www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი / სტაჟიორი
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"ბ დიზაინ კომპანი" მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალური დიზაინით აწყობილ ნებისმიერი სირთულის და დიზაინის, საოფისე და საოჯახო ავეჯის დამზადებას. კომპანია გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხით, სანდოობით, დამკვეთისადმი ინდივიდუალური მიდგომითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის (სტაჟიორი) პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Sketchup, ArchiCad, Autocad, 3d Max ან სხვა მსგავსი);
** მომხმარებლის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ავეჯის დიზაინ-პროექტების დამუშავება, ტექნიკური გაფორმება და უშუალო მუშაობა მომხმარებლებთან;
** წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა ადგილზე;
** მყიდველების კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** სამშენებლო, სარემონტო და არქიტექტურული მიმართულებით მქონე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად და ადეკვატურად აღქმისა და გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV, აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად და მიუთითეთ პოზიციის დასახელება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvbdesigne@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 555 707-200 ან 0322 040-200

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |