www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნუვეა ფარმაცევტიკალსი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივლისი

ფარმაცევტული კომპანია "ნუვეა ფარმაცევტიკალსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში (იმერეთი, აჭარა).

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის პროდუქციის გაცნობა, დანერგვა, გაყიდვების ხელშეწყობა
** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების, პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების დამუშავება, ორგანიზება, ჩატარება
** ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება აუცილებელია
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:00-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე. საწყისი ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება, კვარტალური პრემიალური სისტემა გაყიდვების მიხედვით.

სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე; info@nuveapharm.com 2022 წლის 22 ივლისამდე. Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |