სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 18 მაღაზიას მოიცავს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას
პოზიციის დასახელება: მძღოლი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება
ძირითადი მოვალეობები:
** ავტო-სატრანსპორტო საშუალების მართვა
** ავტო-სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის მითითებისამებრ ჩატვირთვა და შემდგომ უსაფრთხო ტრანსპორტირება
** დანიშნულების ობიექტზე პროდუქციის დოკუმენტის შესაბამისად ჩაბარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: C კატეგორიის მართვის მოწმობა
პიროვნული მახასიათებლები:
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სს "ელიტ ელექტრონიქსი"ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!