www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმში (აეროპორტის გზატკეცილი).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება / კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
** განახორციელოს გაყიდვების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი (ელ-სასაქონლო ზედნადები, ელ- დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება / გაუქმება);
** აღრიცხოს კომპანიის დებიტორ-კრედიტორები;
** გააკონტროლოს სამეურნეო მოვლენების კანონიერება და სათანადო დოკუმენტების დროულად და სწორად გაფორმება;
** გააკონტროლოს ტვირთების მოძრაობის დროს თანდართული დოკუმენტაციის სისწორე და განახორციელოს კორექტირებები (საჭიროების შემთხვევაში);
** განახორციელოს სატრანსპორტო კომპანიების მიერ გადაზიდვის პროცესში დოკუმენტების კონტროლი (ხელშეკრულება, ინვოისი);
** უზრუნველყოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა;
** მონაწილეობა მიიღოს კომპანიაში დაგეგმილ ინვენტარიზაციის პროცესში, განახორციელოს შედარებები, სხვა საკონტროლო ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს ფირმას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა მითითებები. უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მისი მითითებით ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტერია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პედანტურობა;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 აგვისტო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამხმარე ბუღალტერი".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |