www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვინოთეკის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: Grape Wine and Kitchen
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

ვინოთეკა Grape Wine and Kitchen აცხადებს ვაკანსიას ვინოთეკის მენეჯერის თანაშემწეს პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ცვლები.
ანაზღაურება: კონკურენტული - ფიქსირებული 1000 ლარიდან + ყოველთვიური ბონუსი; (ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება გასაუბრებაზე)
სხვა ბენეფიტები: მსხვილ, სწრაფად განვითარებად ჰოლდინგში მუშაობის შესაძლებლობა;
ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის № 58

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი;
** ღვინის მაღაზიის/ბარის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
** სასურველია ღვინის და მასთან დაკავშირებული საკითხების პროფესიული ცოდნა;
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
** დოკუმენტებთან/ პროგრამაში მუშაობის უნარი;

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა: მასტერკლასები, პრეზენტაციები;
** ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობა;
** ვინოთეკაში წარმოდგენილ ღვინის კომპანიებთან თანამშრომლობა, ახალი პროდუქციის მოძიება, დეგუსტაცია და შერჩევა;
** საწყობის კონტროლი და მარაგების დროულად შევსება;
** ხელმძღვანელობისთვის რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** ფინანსური დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა;
** ვინოთეკის მენეჯერის დავალებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული, აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |