www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული შესყიდვების სპეციალისტის
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

კომპანია "ელთიბი" (ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას კომერციული შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ლოკაცია: თორნიკე ერისთავის ქ. #2.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პრო-ფორმა ინვოისებისა და საბოლოო საბუთების შემოწმება/დადასტურება
** ყველა ცვლილების შეტყობინება და შეთანხმება ასორტიმენტის განვითარების სამსახურთან და მარაგების მართვის მენეჯერთან, საჭიროებისამებრ მაღაზიების მენეჯერებთანაც. მათი დასტურის შემდგომ, პრო-ფორმის დადასტურება მომწოდებლისთვის
** ლოგისტიკის ფაილის მიწოდება შესაბამის სამსახურებთან შეკვეთების გვერდით მითითებული დატვირთვის და შემოსვლის თარიღებით
** შემოსული პროდუქციის მიხედვით პროგრამული ინვოისის სისწორის უზრუნველყოფა
** გადამზიდავ კომპანიებთან ტარიფების კონტროლი, მოლაპარაკებების წარმოება და დატვირთვების დადასტურება
** შიდა გადაწერის ორგანიზება - ბუღალტერიისგან და საწყობისგან მიღებული დასტურის შემდეგ პროდუქციის გადაწერა აღრიცხვის შესაბამის პუნქტებზე.

ჩვენი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 1 წელი სამუშაო გამოცდილება რელევანტურ თანამდებობაზე
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (B2)
** MS office; Windows; 1C
** გუნდში მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირება
** ხარისხის კონტროლი
** პროდუქტიულობა
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობა.

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
** თიმბილდინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კომერციული შესყიდვების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია ელთიბი-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ელთიბი - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |