www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მარდი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

კომპანია "Mardi Holding" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

Mardi Holding - მულტი პროფილური კომპანია, რომელიც მოღვაწეობს ბათუმის ბაზარზე, კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: დეველოპმენტი, ტურიზმი, ღვინის და სიგარის წარმოება, ტურიზმი
აქტიურად ეძებს მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროფილურ ონლიან და ოფლაინ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებასა და ორგანიზებაზე. ღონისძიებები შესაძლოა გაიმართოს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. (გამოფენებში მონაწილეობა და ა. შ.).

ადგილი: ბათუმი
კატეგორია: მარკეტინგი
განყოფილება: გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილება
მუშაობის გრაფიკი: სრული
პასუხისმგებელი: განყოფილების ხელმძღვანელი

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიების შედგენა
** ბიუჯეტების და პერსონალის ოპტიმიზაცია
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა
** წლის ონლაინ და ოფლაინ ღონისძიებების გეგმის ჩამოყალიბება, ასევე კვარტალური განახლება ბიზნესის ამოცანების და მიზნების, სამიზნე აუდიტორიის, მარკეტინგული მიზნების და ბიუჯეტის შესაბამისად;
** საკუთარი და გარე ღონისძიებების ორგანიზება: გამოფენებსა და კონფერენციებში ინტეგრაცია, საკუთარი ონლაინ, ოფლაინ და ჰიბრიდ ღონისძიებების ორგანიზება - ვებინარები, კონფერენციები,
** ბიუჯეტირება
** ციფრული მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა
** აქტივობების ანალიტიკა
** ქოფირაითინგი
** პიარ კამპანიის დაგეგმვა
** კონტრაქტორებთან ურთიერთობა
** პროექტების საბუთბრუნვის მართვა;
** მონაწილეობა ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების შექმნასა და შესყიდვაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მარკეტინგის სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება დეველოპერულ კომპანიაში;
** განათლება: აკადემიური ხარისხი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** საბაზისო კვალიფიკაცია: მარკეტინგული სტრატეგიების, არხებისა და ბრენდინგის ცოდნა, ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
** უნარები: ინიციატორი, კრეატიული, გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mardi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |