შპს "საქართველოს ფოსტა" საერთაშორისო ურთიერთობების და საოპერაციო დეპარტამენტში, აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო საათები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, (1 საათიანი შესვენება) შაბათი - 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე
ძირითადი მოვალეობა:
** კომპანიის ტრანზიტული ტვირთების მომსახურების განყოფილების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ტვირთის გადმოტვირთვა/ჩატვირთვა, დასაწყობება და გადაადგილება;
** საბაჟო მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაბამისი პროცედურების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის გზავნილების მიღებისა და პროგრამული რეგისტრირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დამხმარე სპეციალისტი (საოპერაციო მიმართულება).