www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმტანის პოზიციაზე.

გრაფიკი: 07:00 - 16:00, 09:00 -17:00 ცვლები.
ანაზღაურება: ფიქსირებული (+ ბონუსები)
სამუშაო ადგილი - სამუშაო ადგილი- თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** დილის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** აუცილებელია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და გამასპინძლება;
** სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
** საუზმის ორგანიზება შესაბამის გუნდთან ერთად;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სასტუმრო ოთახებში უფასო სასმელების განახლება;
** საკონფერენციო დარბაზის შემოწმება, მოწესრიგება განახლება;
** სასტუმროს სივრცეში საკონფერენციო ან სხვა ტიპის ღონისძიებების მომსახურება;
** დღის განმავლობაში (საუზმე და საკონფერენციო მომსახურებაზე) სტუმრებზე გახარჯული სასმელი პროდუქტების ჩამოწერა და კვების დეპარტამენტის მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარდგენა;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** ანგარიშსწორების წარმოება;
** უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - https://www.cityhotels.ge/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |